დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, რომლის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამარცხდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ფრედერიქსენმა თანამდებობა დანიის მეფესთან, ფრედერიკთან შეხვედრის შემდეგ დატოვა.
როგორც The Guardian-ი წერს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა ახლა ყველასთვის ნათელია, რომ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობას ვეღარ შექმნიან. მათ 179-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 70 მანდატი მოიპოვეს, ხოლო მთავრობის ფორმირებისთვის მინიმუმ 90 დეპუტატია საჭირო.
ფრედერიქსენი ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერის მოვალეობას შეასრულებს.
დანიაში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ფრედერიქსენის „სოციალ-დემორტაიულმა“ პარტიამ ხმათა 21,9% მიიღო, რაც 1903 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
