აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ს მოკავშირეების დაცვის ვალდებულებაზე.
დონალდ ტრამპმა ნატო-ს წევრები გააკრიტიკა იმისგამო, რომ ირანში ომს მხარს არ უჭერენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როდესაც მან დახმარება ითხოვა, „ნატო უბრალოდ არ იყო იქ“. ტრამპმა ამას ევროპელების მხრიდან „უზარმაზარი შეცდომა“ უწოდა.
„ჩვენ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატო-ზე, ასობით მილიარდი დოლარი მათ დაცვაზე და ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებოდით, მაგრამ ახლა, მათი ქმედებების გათვალისწინებით, არ მგონია, ეს აუცილებელი იყოს. რატომ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, თუ ისინი ჩვენთან არ არიან“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები
