როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩერგოლეიშვილის განცხადება აბსურდულია, ვინაიდან ოპოზიციას საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია და ის უცხოელი პატრონების დავალებებს ბრმად ასრულებს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება, ოპოზიციისთვის რეალურად, ძალაუფლების წყარო, ქართველი ხალხის ნაცვლად, უცხოელი პატრონები არიან.
„„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.
როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.
რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.
ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
