შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.
გელა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება ასევე გამახვილდა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
კომენტარები
