უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.
„ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. და ვფიქრობ, რომ ის და სხვა თანამდებობის პირები რომ მონაწილეობდნენ [მოლაპარაკებებში], ალბათ უფრო ღრმად გაერკვეოდნენ რა არის „მიწის ნაკუწი” და რა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთის, უნგრეთში ვიზიტისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობა.
კომენტარები
