აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.
ამჯერად, ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ გამოცემამ დაწერა, რომ მან ირანში გამარჯვება ნაადრევად გამოაცხადა.
„The Wall Street Jorunal-მა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა და არაზუსტმა სარედაქციო საბჭომ, განაცხადა, რომ მე ირანში გამარჯვება ნაადრევად გამოვაცხადე. სინამდვილეში, ეს გამარჯვებაა და ამაში არაფერია ნაადრევი! ჩემი წყალობით ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ძალიან სწრაფად ნახავთ, როგორ დაიწყებს ნავთობი დინებას, ირანის დახმარებით, თუ მის გარეშე, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. The Wall Street Journal-ს, როგორც ყოველთვის, მოუწევს საკუთარი სიტყვების უკან წაღება. ისინი ყოველთვის აკრიტიკებენ, მაგრამ არასდროს აღიარებენ, როცა ცდებიან!“, – დაწერა ტრამპმა.
