უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უახლოესი რამდენიმე თვე უკრაინისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება, როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით.
ზელენსკიმ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინაზე დიპლომატიური წნეხის გაძლიერება არ გამორიცხა და თქვა რომ წარუმატებლობის შემთხვევაში შეერთებული შტატები აგვისტოში სამშვიდობო პროცესიდან გავა.
„ანუ, გაზაფხული-ზაფხული პოლიტიკურად და დიპლომატიურად არ იქნება მარტივი. უკრაინაზე, შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს. ზეწოლა იქნება ბრძოლის ველზეც. მაგრამ ჩვენ გვესმის, რა ეროვნული ინტერესები აქვს უკრაინას და რამ შეიძლება უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები
