„ხალხის ძალაში“ კონსულტაციები გვაქვს. ვიცით, ქვეყანაში რა გამოწვევებია. ვის ვის და „ხალხის ძალას“ ვერავინ ასწავლის, რა გამოწვევებია საქართველოში, შიგნით და მის გარეთ, უცხოური ძალების შემოტევებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მართავს.
„საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები მიმდინარეობს. ცვლილებები ქვეყანაში უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას ემსახურება, მაგრამ რასაც ვხედავთ, არ შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს. კონსულტაციებს ვმართავთ, დავუჭერთ თუ არა მხარს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს თუ არა, ამას ნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კომენტარები
