თურქული მედიის ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავი, რომელიც მადრიდიდან ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა.
მედიის ინფორმაციით, Airbus A310-ს ტექნიკური გაუმართობის პრობლემა შეექმნა.
მედიის ცნობით, სანჩესი, სავარაუდოდ, ღამეს ანკარაში გაატარებს და დილით ერევანში გაფრინდება.
ცნობითვის, ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი იმართება, რომელსაც ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები ესწრებიან.
კომენტარები
