მადლობელი ვარ მოწვევისთვის, რომელიც სომხეთის პრემიერისგან მივიღეთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს სომხეთის მისწრაფებას გააძლიეროს დემოკრატია და დაიცვას ევროპული ღირებულებები, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
მისივე თქმით, დღეს იმსჯელებენ პარტნიორობის გაღრმავებასა და ალიანსის გაძლიერებაზე.
„ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ დღეს აქ ჩვენთან ერთად კანადის პრემიერიც იმყოფება. ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი. ჩვენ ასევე განვიხილავთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხს, რაც დემოკრატიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან.
