მიმდინარე წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვა და უსაფრთხოების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ნინო გაბინაშვილი, მესამე კურსის იუნკერები სალომე ნარიმანიძე, ნატა ოქროპირიძე-გორგიაშვილი და პარმენ გარსიძე იტალიაში, ქ. სანრემოში, ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის რიგით 24-ე კონკურსს დაესწრნენ.
კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს მომავალი სამხედრო ლიდერებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გაცნობას და მრავალეროვნულ გარემოში მუშაობის უნარის გამომუშავებას.
შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამხედროსთვის, განსაკუთრებით კი ოფიცრებისათვის, ვინაიდან სწორედ მათ ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა შეიარაღებულ კონფლიქტში სამართლის ნორმების დაცვაზე. შესაბამისად აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ერთდროულად უდიდესი გამოცდილება და გამოწვევაა. გარდა ამისა, შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის კონკურსში მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საფუძველი ჩაეყაროს მომავალ ქართველ და უცხოელი ოფიცრებს შორის კავშირების დამყარებას.
ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა კულტურული საღამო, სადაც აკადემიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდა მოეხდინათ ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და ამავდროულად გაცნობოდნენ სხვა მონაწილე ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი ნინო გაბინაშვილი, მესამე კურსის იუნკერები იტალიაში გამართულ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის 24-ე კონკურსს დაესწრნენ
05.05.2026 15:42:35
ნანახია: 7 ჯერ
