უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთისგან მიღებული თანხმობა სამხედრო ტყვეების ათასი ათასზე პრინციპით გაცვლასა და 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე.
„ამ დღეებში ბევრი მიმართვა და სიგნალი იყო მოსკოვში ხვალინდელი დღის კონფიგურაციასთან დაკავშირებით. ჩვენს მოქმედებებში სარკისებური პრინციპი კარგადაა ცნობილი და ეს რუსულ მხარესაც ეცნობა. ჩვენი პოზიციის განსაზღვრისას უკრაინისთვის დამატებითი არგუმენტი ყოველთვის არის ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრა, კერძოდ – სამხედრო ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა დაბრუნებაც სახლში შესაძლებელია“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამერიკული მხარის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესში, უკრაინამ რუსეთისგან მიიღო თანხმობა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე ფორმატით ათასი ათასზე.
