შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილმა „112″-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.








კომენტარები
