2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევიდან 15 წელი გავიდა. მაშინდელი ხელისუფლება აქციის მშვიდობიან მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. აქცია, ცრემლმდენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.
მოსახლეობას რუსთაველის გამზირიდან გასასვლელებიც ჩაუკეტეს. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთაველის გამზირზე აღლუმი ჩაეტარებინა.
აღლუმის ჩატარებიდან მეორე დღეს, აქციის დარბევის შედეგად ორი ადამიანის ცხედარს, თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე მიაგნეს.






კომენტარები
