განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მოქალაქე მამია კვირკველიას საქმეზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, რადიკალური დაჯგუფებები და მათი გარე პატრონები ცდილობენ ფაშისტური მეთოდებით დააბულინგონ ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტური უმცირესობა წარმოჩინდესროგორც აბსოლუტური უმრავლესობა.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ფაშიზმი საქართველოში დასრულდეს და ეს არის ერთ-ერთი მდგენელი ამ გემის, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს ამ ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს მათი მხრიდან გაკეთებული შეურაცხყოფები დასჯადი იქნებოდა, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და პოზიციისა, სასამართლო ისე მოქმედებს, როგორც ეს დამოუკიდებელ სასამართლოს შეეფერება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
