ბრიტანეთის პარტია „რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი კირ სტარმერის გადადგომას გამოეხმაურა. მან დაუყოვნებლივ, საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვა.
„დაუჯერებელია, თუმცა 7 წელიწადში უკვე მეექვსე პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. კირ სტარმერის ლიდერობის დროს „ლეიბორისტული პარტია“ უფრო და უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და თუ ახლა ბატონი ბერნემი გაიმარჯვებს, კიდევ უფრო დაუახლოვდებიან, რაც ნიშნავს, რომ „ლეიბორისტულ პარტიასა“ და მის ამომრჩეველს შორის ამ საკითხზე სრული განხეთქილებაა. არ ვიცი, ახლა კონკურსს ჩაატარებენ თუ კორონაციას. ბრიტანელი ხალხი დაიღალა იმით, რომ პოლიტიკური პარტიები თავისი სურვილისამებრ ცვლიან ლიდერებს. არჩევნებში როცა ვირჩევთ პრემიერ-მინისტრს, გვაქვს მოლოდინი, რომ მისი ვადის ფარგლებში იმსახურებს. პარტია „რეფორმა“ ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ავირჩიოთ ლეგიტიმური მანდატის მქონე მთავრობა. ბრიტანეთი გამტყდარია და 7 წელიწადში 6 პრემიერ-მინისტრი ამის მტკიცებულებაა“, – განაცხადა მან.
