სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ნაკრძალში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს, მკვლევრებმა ისტორიული ღირებულების მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც თამარ მეფის პერიოდს ეკუთვნის, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.
ამასთან, მედიის ცნობით, ციხესიმაგრის გარე კედლის მახლობლად, აღმოაჩინეს ადამიანის თითქმის სრული ჩონჩხი, რომელსაც მხოლოდ ხელის თითები აკლია. კბილების მდგომარეობის მიხედვით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩონჩხი არის ახალგაზრდა ადამიანის, რომელიც დაახლოებით 1,80 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო.
არქეოლოგიური სამუშაოების დროს მკვლევრებმა აღმოაჩინეს ასევე ნივთი, რომელიც შაშის მსგავსი სამაგიდო თამაშისთვის შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა.
კომენტარები
