ჩეხეთის კოალიციურ პარტიას „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ (SPD) სურს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოერთვას ჩეხეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „თეთრი ლომის“ ორდენი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხური პორტალი Ceske Noviny ავრცელებს.
SPD-ს საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა, ინდრჟიხ რაიხლმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს პოლონეთის მაგალითზე უნდა მოხდეს, სადაც პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა იმის საპასუხოდ, რომ მან სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფს უპა-ს გმირების სახელი დაარქვა.
რაიხლმა განაცხადა, რომ SPD აპირებს ეს საკითხი კოალიციური საბჭოს სხდომაზე დააყენოს. პარტიის აზრით, დეპუტატთა პალატამ ჩეხეთის პრეზიდენტს უნდა შესთავაზოს ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევა.
„ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ, როდესაც ჩვენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს ადამიანს, რომელიც სამხედრო დანაყოფებს ნაცისტი მონსტრების სახელებს არქმევს“, – თქვა რაიხლმა.
