აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე ცუდი განწყობით გაემგზავრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ალიანსის მოკავშირეები არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაძაბულ გარემოში წარიმართოს.
CNN-ის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი კვლავ განაწყენულია ევროპელი მოკავშირეებით, რადგან ისინი ირანთან ომში არ დაეხმარნენ.
ამერიკული მედია ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, შესაძლოა, ევროპაში ამერიკული ჯარი სამჯერ შეამციროს.
კომენტარები
