აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე თავად იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი კი – აღმასრულებელი მდივანი.
„ნაცებში – უცხო ქვეყნის მოქალაქე რეფორმების საბჭოს ქმნის. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის რეფორმები უკრაინაში ჩანს თვალნათლივ, მათ შორის, კორუფციის ნაწილში.“- წერს ანანიძე.
კომენტარები
