რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით კიევი დაბომბა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთა შორისაა 11 წლის ბავშვიც. ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კლიჩკოს განცხადებით, კიევის დარნიცის რაიონში დაბომბვის შედეგად დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, დაიწვა შუქნიშნების მაკონტროლებელი დენის ტრანსფორმატორი, ხოლო ახლო მდებარე სახლებში მინები ჩაიმსხვრა. ხანძარი იყო დნეპრის რაიონშიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, კიევის სოლომენის რაიონში საოფისე-სასაწყობო შენობა დაიწვა. აფეთქების ტალღამ სარკინიგზო შემადგენლობაც დააზიანა.
კომენტარები
