აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გარდაიცვალა სენატორი ლინდსი გრემი, ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მინახავს! ის ყოველთვის შრომობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვენატრება!!!“ – წერს დონალდ ტრამპი.
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ცნობით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა.
კომენტარები
