ომანის სანაპიროსთან კომერციულ გემზე, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ინდოეთის მოქალაქე დაიკარგა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის მომენტში გემ GFS Galaxy-ის ბორტზე ინდოეთის 11 მოქალაქე იმყოფებოდა.
ამასთან, ინდოეთის საელჩო ომანში აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება ვიტარებას და კოორდინაციას უწევს ომანის ხელისუფლებასთან მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
მედიის ინფორმაციით, კატარში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. კატარის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ თავდასხმა მოიგერის, თუმცა ნამსხვრევები ქვეყნის არაერთ ნაწილში ჩამოვარდა.
ცნობისთვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შტატებმა ირანზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე კვლავ დახურა. აშშ-მა საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განახორციელა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებზე, საკომუნიკაციო ქსელებსა და სანაპირო სათვალთვალო ადგილებზე.
