მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთის დედაქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას 350-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ. ასევე, ისტრაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შესახებ დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.
მედიაში ვრცელდება ცნობები სტავროპოლის ოლქზე უკრაინული დრონების შეტევის შესახებ, რის შედეგადაც ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ეს ბოლო კვირის განმავლობაში მეორე ასეთი შემთხვევაა ოლქში.
კომენტარები
