„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
„ქრონიკა“ ასევე სვამს კითხვას, აპირებს თუ არა ეუთო, დაინტერესდეს საქართველოსთან მიმართებით საპარლამენტო ასამბლეის ქმედებებით.
„გმადლობთ ჩვენთან დაკავშირებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დამოუკიდებელი ორგანოა და სწორედ ისინი შეძლებენ თქვენს შეკითხვებზე საუკეთესო პასუხის გაცემას. მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ნეტ პერი, კომუნიკაციებისა და პრესის ხელმძღვანელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ელ-ფოსტა: nat@oscepa.dk. პატივისცემით,
ეუთოს პრესსამსახური“, – ასე უპასუხეს „ქრონიკას“ ეუთო-ს სათავო ოფისიდან.
