სააკაშვილს უნდა, ტალახი ისე აიდუდღნოს, რომ მისი პარტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისში საერთოდ არ არსებობს, არ გამოჩნდეს. ამისთვის სჭირდება პარტიების მიწებება. იქ, სადაც მე და ბოკერია ვართ, ხვდება, რომ ვერ გავა მანიპულაციებით. არც სათნოების სიგნალიზებაზე გვაქვს მოთხოვნილება, შეგვიძლია, „ბოროტები“ ვიყოთ და ვთქვათ ის, რაც არის. უხერხული სიმართლე სახეში ავაფაროთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის რჩევები გამოსადეგი რომ ყოფილიყო, მისი პარტია მეხუთე ადგილზე არ გავიდოდა.
„მანიპულატორ ნარცისებს ავთენტური ადამიანების, რომლებსაც პირში თქმა შეუძლიათ, ეშინიათ. ურჩევნია, უფრო მორიდებულებს მისწვდეს. ამიტომ დეზორიენტაციას ცდილობს, რომ ვიღაცები „აიკრას“. სააკაშვილის რჩევები გამოსადეგი რომ ყოფილიყო, მისი პარტია მეხუთე ადგილზე არ გავიდოდა, თავის პარტიას გამოადგებოდა. თვითონვე აღიარებს, რომ უმძიმეს კრიზისშია. პირი არასდროს გაუჩერებია, რჩევებს სულ იძლევა. მისი რჩევები დღეს რამედ რომ ვარგოდეს, მისი პარტია იხეირებდა. სააკაშვილი მარტო ტელევიზორში არსებობს. ოც კაცს ვერ მოაგროვებენ, ისეთ მდგომარეობაში არიან. ვიდეოგადაღების რესურსი არ აქვთ, დაშლილია პარტია, არ არსებობს. ამ ხმაურს იმიტომ ქმნის, რომ რაღაცის ლიდერად გამოჩნდეს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
