თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ძარცვის დროს ბანკის დაცვის თანამშრომელს მძარცველები იარაღით ემუქრებოდნენ.
მომხდარი ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები