ბრალს არავინ ვეთანხმებით, აბსურდია! – ეს არის უკანონობა და უსამართლობა,- ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე არაფერი გადაწყდება, განმარტებას კი საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს.
„შუალედური სხდომაა, არაფერი გადაწყდება. ბრალს არავინ ვეთანხმებით, ეს აბსურდია, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ეს არის უკანონობა და უსამართლობა! – აღნიშნა მერაბ მალანიამ.
კომენტარები
