“ძვირფასო ნიკა გვარამია, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, საჭირო არ იყო მსგავსი „ჩახვეული პოსტი“.
“ძვირფასო ნიკა გვარამია რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე.
ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. (ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ)”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ის წერს, “არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე! როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად!”.
