დღეს ფერისცვალებაა – დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტაძრებში წირვა ტარდება. ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის.
როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლენს.
კომენტარები
