ცხელი ზაფხული შვეიცარიის მყინვარებს მძიმე კვალს ატყობს. გლაციოლოგი მათიას ჰუსი ვარაუდობს, რომ ეს წელი, მყინვარების დნობაზე დაკვირვებების დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება.
ჰუსის პროგნოზი პესიმისტურია: მისი აზრით, ამ ზაფხულს ათობით მცირე მყინვარი მთლიანად გაქრება.
„წელს, მასშტაბის თვალსაზრისით, მეორე ყველაზე მძიმე შედეგს ველოდებით მას შემდეგ, რაც მყინვარების დნობაზე დაკვირვებას ვაწარმოებთ“, – განუცხადა გლაციოლოგმა შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონს“ (Keystone-SDA).
გლობალური დათბობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი მცირე მყინვარები არიან. „ველოდები, რომ წელს ბევრი მცირე მყინვარი გაქრება“, – ამბობს ჰუსი. ამჟამად ასეთი მყინვარების ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია. მისი ვარაუდით, შემორჩენილი ყინული მთლიანად, შესაძლოა, დაახლოებით 20-დან 30-მდე მყინვარზე დადნეს.
კრიტიკული მდგომარეობაში არიან შვეიცარიაში არსებული დიდი მყინვარებიც. წელს ერთმანეთს დაემთხვა ორი არახელსაყრელი ფაქტორი, რაც მასშტაბური დნობის მთავარი მიზეზია: მყინვარები ზამთრიდან თოვლის მცირე საფარით გამოვიდნენ, რასაც დაერთოს ის, რომ ძლიერი სიცხეები ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო.
https://www.swissinfo.ch/eng/glaciers-permafrost/dozens-of-swiss-glaciers-are-likely-to-disappear-this-summer/91892119
