თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”გუშინ ჩამოვედი ბაღდათში, სახლი და ეზო უნდა მომეწესრიგებია. დღევანდელმა სტიქიამ ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა.
ძალიან დააზარალა ბაღდათი უხვმა ნალექმა- დანგრეულია გზები, დატბორილია ეზოები და სახლები, დაზიანებულია კომუნიკაციები.
ჩვენთან ახლა მშვიდობაა, მაგრამ მომიწია ბაღდათის მერიისთვის ხმის მიწვდენა სხვების დასახმარებლად. სრული მობილიზებაა, ყველა პრობლემურ ადგილზე მუშაობს ტექნიკა, იწმინდება გზები. თუმცა, სტიქიით დამდგარი შედეგების აღმოფხვრას დრო და დიდი რესურსი დასჭირდება.”

კომენტარები
