უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰგამაც: „სანქციების სიიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და სრულიად გაუმართლებელია. მოსკოვში ზეიმობენ, რადგან მიიღეს ის, რისკენაც ისწრაფოდნენ: დაუსჯელობის განცდა, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება“, – განაცხადა მან.
მანამდე ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ომის საწინააღმდეგო სანქციები 2029 წლის 22 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სიიდან ამოიღეს ბიზნესმენები ალიშერ უსმანოვი და მიხეილ ფრიდმანი, ყირიმის ფედერალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ანდრეი ფალალეევი და კომპანია Redbird Corporate Services Ltd.
