მგზავრები და ოჯახები საწვავის ასტრონომიული ფასებისგან უსირცხვილოდ იძარცვებიან, სიმართლე ისაა, რომ ელიტას სწორედ ეს სურდა, – წერს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი ლიდერი, ალის ვაიდელი.
გერმანელი ოპოზიციონერის თქმით, ბენზინის მაღალი ფასი ავტომობილებით გადაადგილების მიუწვდომლობას იწვევს. ვაიდელის განცხადებით, გერმანიაში ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 3 ევროა, რის გამოც მან მთავრობა მოსახლეობის ბენზინგასამართ სადგურებზე ძარცვაში დაადანაშაულა.
„საკმარისია მთავრობის მიერ ბენზინგასამართ სადგურებზე ძარცვა! საკმარისია მწვანე იდეოლოგია!“ – განაცხადა ალის ვაიდელმა.
ცნობისთვის, მანამდე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ერთი ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასის, დაახლოებით, 17 ცენტით შემცირება დაანონსა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბერს შევა და 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
