ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირის ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება.
„მაშინ, როდესაც ბრიუსელს ამ ეტაპზე აქვს გადაწყვეტილი დახურული ჰქონდეს კარი, ჩვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უნდა ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც სწორედ ამ კარის დახურვის მიზეზი იყო თავის დროზე. დარწმუნებული ვარ გვექნება კარგი საუბრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.
