ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას, ძლიერმა ტალღამ 19 სამხედრო მოსამსახურე ზღვაში გაიტაცა.
შემთხვევის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა, სამი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. დანარჩენი სამხედროების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია მუშაობს. მომხდარის მიზეზებისა და ყველა გარემოების დასადგენად ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კომენტარები
