საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ბელფასტში გამართავს.
„პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში“, – განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრები 1 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
კომენტარები
