გიორგი გამსახურდია დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის არავის გვერდში არ მდგარა, არამედ ბიძინა ივანიშვილი მივიდა და პირიქით, მას დაუდგა გვერდში.
გამსახურდია უსუფაშვილს ამ განცხადების გამო „არარაობასა“ და „კომიკურ არსებას“ უწოდებს და მისი პოლიტიკური წარსულიდან მონაკვეთს იხსენებს.
„ეს ქონდრის კაცი, ეს არარაობა, თავისი ნულოვანი პარტიიანად, იძახის რომ ბიძინა ივანიშვილი მივიდა აი ამ კაცის და კაცობის პროვოკაციასთან და დაუდგა გვერდში. აი ამ კომიკურ არსებასთან. ყოფნის ნამუსი, რომელი ნამუსიც მრავალჯერ ახადეს, მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრობისას და ამას ცრუპენტელობს.
ერთ ამბავს გავიხსენებ, ეს რომ პარლამენტის სპიკერი იყო, ქუთაისში რომ მიდიოდა, ირაკლი ოქრუაშვილი, გორში, კარგად შეზარხოშებული როგორც ფარჩაკს ისე იბარებდა და ეს გზიდან შეუვლიდა ხოლმე. რა სიტყვებით იხმობდა ოქრუაშვილი, მაგას არ დავაკონკრეტებ, თავად კარგად ეხსომება”, – წერს გამსახურდია.
