4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებას ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კრიტიკით გამოეხმაურნენ.
„საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე“, – წერს ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს ეგ რა ფენომენია?! არაფერზე ამომიღია ხმა აქამდე და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო. ჯერ ისედაც კონსპირაციულ გარიგებებზე ხმა არ ამოუღიათ და არ უსაუბრიათ! თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?! პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შევეხები, თუმცა თუ საჭირო გახდა ჩავშლი დეტალურად!“, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი.
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ვერშმდგარი დამხობიდან 1 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.
