რუსეთის მიერ ხარკოვის გარეუბანზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის ცნობით, იერიშის სამიზნე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია იყო.
რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა.
კომენტარები
