აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ კონფლიქტის დაწყებაში მნიშვნელოვანი როლი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკამ ითამაშა.
ტრამპის თქმით, ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბაიდენის რიტორიკა და მოსკოვის მიმართ მისი დამოკიდებულება გახდა.
„უკრაინაში ომის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბაიდენი რუსეთის მასხრად აგდებით იყო დაკავებული“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
