მცხეთობა-სვეტიცხოვლობა გალა-კონცერტით დასრულდა. დღის ბოლოს სცენაზე რამდენიმე მუსიკალური ბენდი წარსდგა და სტუმრებს მუსიკალური საღამო შესთავაზა.
დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, ხალხური რეწვის ნიმუშებს. მცხეთის ცენტრალურ სივრცეებში მოეწყო ისტორიული და ეთნოგრაფიულ-თემატური კუთხეები და გასტრონომიის სადეგუსტაციო სივრცეები. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
კომენტარები
