აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის დიქტატორი უწოდოს.
როგორც ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მას სხვადასხვა ადამიანებთან გარიგებების დადება უწევს, შესაბამისად, ის მათთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ აპირებს.
„არ დავუძახებ პუტინს დიქტატორს, იმიტომ რომ ვდებ გარიგებებს ადამიანებთან, შესაბამისად, მათ შეურაცხყოფას არ ვაპირებ. მე გარიგებების ოსტატი ვარ. ყოველთვის ვიყავი მოხერხებული მომლაპარაკებელი. გარიგებების წყალობით გავხდი ძალიან მდიდარი ადამიანი, შესაბამისად არ დავდივარ და ადამიანებს არ დავცინი“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
