კიევში უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. აქცია ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან იმართება.
პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობს. დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: „კლიჩკო, ფორიაქს აზრი აღარ აქვს, დამშვიდობების დროა“, „კიეველები კლიჩკოს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებენ“ და „თქვენი ამოცანაა, კიევი უსაფრთხო, მწვანე და ისტორიული გახადოთ და არა დაცარიელებული“. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გადადგეს!“
დემონსტრანტების თქმით, კლიჩკომ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ქალაქში არსებულ ვითარებას ვერ აკონტროლებს.
ამასთან, აქციაზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს პლაკატი წარწერით: „ზელია, შეჩერდი! კლიჩკოს თავი დაანებე!“
აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კლიჩკოს თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ აქვს და მერს თანამდებობის დატოვება მხოლოდ არჩევნების შემდეგ შეუძლია.
