მთაწმინდაზე, „ეშმაკის ბორბლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარი „ეშმაკის ბორბალს“ უახლოვდება. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს უკიდია. ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად ვრცელდება.
ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი სახლებიდან გამოსულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება უძნელდებათ.
კომენტარები