საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.
„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.
ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!
ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, – წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.
კომენტარები
