იტალიის ხელისუფლება ლომბარდიის რეგიონის ქალაქ მილანში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, რათა შაბათ-კვირას დაგეგმილი აქციების დროს არეულობა თავიდან აიცილოს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მილანში კომენდანტის საათს არ დააწესებენ, თუმცა პოტენციური არეულობის ადგილებში სამხედროები გააკონტროლებენ ვითარებას. ისინი საკონსულოებს, სახელმწიფო და რელიგიურ დაწესებულებებსაც დაიცავენ.
გარდა ამისა, ლომბარდიის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე რკინიგზის სადგურებზე შემოწმებას ჩაატარებენ, რათა მილანში მოზარდების მასობრივი შემოდინება შეაჩერონ. გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა „პრევენციული“ დაკავებაც.
როგორც იტალიური მედია წერს, მილანის ცენტრში შაბათ-კვირას დემონსტრაციების გამართვაც აკრძალეს. ქალაქში წესრიგის დასაცავად გეგმას ამუშავებენ, რომელშიც პოლიციის თითქმის ათასი თანამშრომელი მონაწილეობს.
