აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინეს. დაგეგმილი ცვლილება რესურსების გადანაწილებისა და ოპტიმიზაციის მეშვეობით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და პროგრამული დაფინანსების ზრდას უზრუნველყოფს.
სხდომაზე, ასევე ახალი პროგრამები განიხილეს, რომელიც მიმართულია აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ინიციატივების ხელშეწყობასა და საჯარო მმართველობის ეფექტიანობის ზრდაზე.
მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ახალი ინიციატივები აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
კომენტარები
