ახლა თავს რომ ისულელებენ პარტიების წარმომადგენლები და აცხადებენ, არ ვიცით რას გვედავებითო, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ყველაზე კარგად ისიც იმან, ვინც დააშავა, თუ რა დააშავა. ძალიან კარგად იციან სარჩელიდანაც, შინაარსიდანაც და პრეტენზიებიდანაც, რომელიც წაყენებულია, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი” პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.
„შემთხვევით „ლელო“ ხომ არ არის ის პარტია, რომლის წევრიც ტერირიზმისთვის მსჯავრდებულია და არა თუ გაემიჯნა მას, თანამებრძოლს ეძახის. გაავლეთ ახლა პარალელი იგივე ესპანეთის შემთხვევასთან, როდესაც ტერორისტთან ახლოს მყოფობის გამო პარტია აიკრძალა. შემთხვევით „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ არ იყო ის, რომელმაც დააორგანიზა 4 ოქტომბრის შტურმი 2025 წელს პრეზიდენტის სასახლეზე, შემთხვევით ეს ძალადობა ხომ არ არის, რომელიც პარტიის ექსტრემისტულ ხასიათს აჩვენებს? გადახედეთ კოალიციას, რომელიც იგივე ექსტრემიზმშია ჩართული. ასე, რომ ფაქტები გვაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ 5 პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა გასულ კვირაში დაიწყო.
