აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ისე როგორც ფაშიზმია აკრძალული დღემდე მსოფლიოში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია განადგურებულ ოჯახებს დასცინის.
„დაგვცინიან ჩვენნაირად განადგურებულ ოჯახებს და საუბედუროდ, ძალიან ბევრი ვართ. ტომებია თითოეული ოჯახის. თუნდაც იმ კომისიაზე [პარლამენტის საგამოძიებო კომისია], ვეღარ ვუსმენდი, კინაღამ გადავყევი იმ კომისიას.
ბატონი იური [ვაზაგაშვილი], რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს. შვილის საფლავზე მამა ააფეთქეს. ენით აღუწერელი სისასტიკეა. ქალბატონი ირინაც საფლავზე მოწამლეს, ასევე იყო ჩემი მკვლელობაც დაგეგმილი, უბრალოდ არ გამოუვიდათ.
დაპირისპირებას ერიდება ხალხი, თორემ ესენი ქუჩაში ვერ გაივლიდნენ. კარგად გვახსოვს, როგორ გაიქცნენ, როცა გავიმარჯვეთ, მაგრამ მერე უკვე ყველაფერი ძალიან მარტივად რომ დაინახეს, ჩამობრძანდნენ და დღეს რა დღეში არიან! ხალხი მაქსიმალურად იკავებს თავს, რომ ესენი ასე მარტივად მსგავს რაღაცებს ბედავენ და ასეთ რამეებს ლაპარაკობენ“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
